აფხაზეთში აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა
 აფხაზეთში აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა
10:01 03.08.2017
ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო ბაზაზე აფეთქების დროს დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, მათგან 35 რუსეთის მოქალაქეა.
დაშავებულებს სოხუმის საავადმყოფოში მკურნალობენ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება აფხაზეთში გუდაუთის რაიონში სამხედრო ბაზაზე გუშინ მოხდა. მომხდარის შედეგად, სოფელ პრიმორსკოეში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.


ბეჭდვა