პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების
დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის იურისტმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სხდომა ხვალ, 10:00 საათზეა ჩანიშნული.
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს შორის - „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სოლიდარობის პრინციპით გადანაწილდება.
