შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) N7 სასაზღვრო სექტორის (კასუმლო) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტს გულისხმობს.
