თურქეთის, ქუვეითისა და არაბეთის მოქალაქეებს ნარკოტიკული პრეპარატები შემოჰქონდათ
თურქეთის, ქუვეითისა და არაბეთის მოქალაქეებს ნარკოტიკული პრეპარატები შემოჰქონდათ
18:32 31.07.2017
საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთიდან შემომავალ თურქეთის მოქალაქე მ.ფ.-ს ხელბარგში აღმოუჩინეს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (LIRIKA - 14 კაფსულა). ასევე, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (Solpadeine - 48 აბი) შარჟა-ბათუმის მგზავრის, ქუვეითის მოქალაქის, ნ.ა.-ს ბარგში იპოვეს. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საქართველოში კანონდარღვევით შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი, სგპ „ბათუმის აეროპორტში“, გამოვლინდა. ამჯერად, პრეპარატები -120 მგ. ფსევდოეფედრინის შემცველობის მქონე LORINASE - 14 აბი, (8 მგ.) და კოდეინის შემცველობის მქონე SOLPADEINE - 24 აბი - დუბაი-ბათუმის მგზავრს, საუდის არაბეთის მოქალაქეს ა.ა.მ.-ს აღმოაჩნდა.

მოქალაქეებმა ვერ წარმოადგინეს ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების ინდივიდუალური საჭიროებისთვის საქართველოში შემოსატანად (საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01-32/ნ ბრძანებით) განსაზღვრული დოკუმენტები. შესაბამისად, საქმის მასალები, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.


ბეჭდვა