ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ბათუმის იუსტიციის სახლს ეწვია და მის კონცეფციას გაეცნო.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისთვის იუსტიციის სახლში ტური მოეწყო, რომლის დროსაც იგი უწყების ფუნქციონირების სპეციფიკასა და მომსახურების სატნდარტებს აკვირდებოდა.
იუსტიციის სახლის შემდგომ, დელეგაციამ დემოცენტრში გადაინაცვალა, სადაც ვერშბოუ სპეციალურ მონიტორებზე იმ ოპერაციების განხორციელებას დაკვირდა, რომლებსაც იუსტიციის სახლის ოპერატორები კონკრეტული სერვისების საწარმოებლად ყოველდღიურად ასრულებენ.
ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში 27 ივნისიდან იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისის სახლემწიფო უნივესიტეტსაც ეწვია და სტუდენტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
