შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და
დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, „მდმა“-ს შემცველი 74 აბი და ამფეტამინის შემცველი 17 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტს გულისხმობს.
