დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია
და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის მიზნით.
