შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
 შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
10:36 26.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ლ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა