დიდუბეში სახლის დემონტაჟისას ორი მუშა მძიმედ დაშავდა
10:22 26.07.2017
დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის დემონტაჟის დროს ნანგრევებში ორი მუშა მოყვა.
ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.