ყვარლის რაიონში, ილიას ტბაზე 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.
მამაკაცს, რომელიც ტბაზე, ოჯახთან ერთად საბანაოდ იყო, სავარუდოდ, წყალში გული გაუჩერდა.
როგორც ილიას ტბის მენეჯერი, მალხაზ ხაბარაშვილი აცხადებს, სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
