სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია
შეარჩიეს.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ლადო ჭანტურია კონკურსს ახლა უკვე სტრასბურგის ორგანოების წინაშე განაგრძობს.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და ჩვენ, საქართველოს მთავრობამ ამის შესახებ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-კოლეგიის დასკვნა. შესაბამისად, ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს სტრასბურგის ორგანოების წინაშე და მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ შემოდგომაზე განახლდება“- განაცხადა წულუკიანმა.
