თბილისში, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად
იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
