სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს
სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს
11:03 24.07.2017
გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი, კუკური ჯამატაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
დაშავებული ფეხის არეშია დაჭრილი და ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება.
ადგილლობრივების განცხადებით, შემთხვევის მიზეზი შეიძლება სადაო მიწის ნაკვეთი იყოს. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციაში საკუთარი ნებით მივიდა.

ბეჭდვა