ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე
გაიტაცეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გადატებისას ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
მათივე თქმით, ე.წ. მესაზღვრეებმა ისინი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.
