კონტრდაზვერვის უფროსის მიერ თანმდებობის დატოვების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს
კონტრდაზვერვის უფროსის მიერ თანმდებობის დატოვების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს
15:10 20.07.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამასთან დაკავშირებით სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი უცვლელად გთავაზობთ.

„ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს“- ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა