საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სახელმწფო უსაფრთხოების
სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების დეტალები გააცნო.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პირები თანამდებობებს მხოლოდ გამოძიების დასრულებამდე დატოვებენ.
„შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები, ერთის მხრივ სახელმწიფოი საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწფო უსაფრთხოევბის სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ. ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები დარწმუნებულები ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება გამორიცხოს რომელიმე ვერსია, და ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
