საია #15 დაწესებულების მსჯავრდებულების განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
საია #15 დაწესებულების მსჯავრდებულების განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
11:42 29.06.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში დღეს #15 დაწესებულების მსჯავრდებულების განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართეს.
მათი ინფორმაციით, განცხადებაში, მსჯავრდებულები მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე საუბრობენ.
საია-ს ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებას 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს.

ბეჭდვა