თელავში მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
10:39 19.07.2017
თელავში, ალაზნის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ ტაქსოპარკში მძღოლად მუშაობდა.
შემთხვევის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.