სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
10:28 19.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 87 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,688692 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.

ბეჭდვა