სააპელაციო სასამართლომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
10:19 29.06.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კოლიაცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სარჩელი, ივანიშვილის  მოქალაქეობის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა განაცხადა, სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით იხელმძღვანელა და გადაწყვიტა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო და უცვლელად დარჩენილიყო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილება.

მოსამართლის თქმით, განაჩენი, შესაძლოა, საკასაციო საჩივრით უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრდეს. მხარეებს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი 14 დღის ვადაში გადაეცემათ, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 21 დღის ვადაში გაასაჩივრონ.

ადვოკატები ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ, რაც ავტომატურად, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას გამოიწვევს.

ბეჭდვა