საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
სამმართველოში სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყებაში ფაქტზე ძიება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის
151-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელით გაეროში საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის შემცველი მუქარა გავრცელდა.
