თბილისში მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი ისრაელის მოქალაქე დააკავეს
თბილისში მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი ისრაელის მოქალაქე დააკავეს
10:46 17.07.2017
თბილისის ინტერპოლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ედება, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ბეჭდვა