სასამართლომ „ბახალა“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
სასამართლომ „ბახალა“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
15:07 14.07.2017
საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, "ბახალა" 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა - შენახვისთვის ედება, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს.

მსახიობს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბეჭდვა