აღმაშენებლის გამზირზე ფასადის ჩამონგრევის შედეგად გოგონა დაშავდა
აღმაშენებლის გამზირზე ფასადის ჩამონგრევის შედეგად გოგონა დაშავდა
10:23 13.07.2017
აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ნაწილის ჩამონგრევის გამო 20 წლის გოგონა დაშავდა.
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება. ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოყვა.

ბეჭდვა