ე.წ. ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
ე.წ. ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
16:00 12.07.2017
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები აკრძალული იარაღების საშუალებით - ე.წ. ელექტროშოკური აპარატით, სხვადასხვა ტიპის სახლართი ბადეებითა და ასაფეთქებელი საშუალებებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.
ამოღებული და დალუქულია თევზჭერისთვის აკრძალული იარაღები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის ორგანოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებას მომავალშიც სისტემატურად გეგმავს.

ბეჭდვა