„ვალეში“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
 „ვალეში“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
10:06 12.07.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული, საქონელი (გაზის რეგულატორი - 72 ცალი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3500.00 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით შეეფარდა.


ბეჭდვა