ს.გ.პ. „სადახლოსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
 ს.გ.პ. „სადახლოსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
10:00 12.07.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 26,300 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.




ბეჭდვა