სუს-ის უფროსის მოადგილე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდა
სუს-ის უფროსის მოადგილე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდა
23:28 11.07.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს იოჰანეს ფან დერ კლაუსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლსა და დაცვის ღონისძიებებზე, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.

ბეჭდვა