ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა
ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა
12:25 10.07.2017
ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დაზარალებულმა მოვაჭრე ქალბატონმა ვენები გადაიჭრა.
დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად 150 სავაჭრო ობიექტიდან 70 დაიწვა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბეჭდვა