ფოთის ბაზარში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავენ.
მათი განცხადებით, ხანძარს გაუმართავი ელექტროგაყვანილობა ვერ გამოიწვევდა, რადგან საღამოობით ელექტროენერგია ითიშება.
„ხელოვნურად თუ გაჩნდება ასეთი გიზგიზა ცეცხლი. გამორიცხულია დენის მიზეზი, იმიტომ რომ ყველაფერს თიშავენ საღამოობით. სადაა დირექტორი?! ყველაფერი მისია. თვითონ თუ დაწვავდა, თორემ აქ სხვა ვერავინ შემოვიდოდა, გამორიცხულია“- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ხანძარი ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე დღეს, დაახლოებით დილის 7 საათისთვის გაჩნდა. 150 ობიექტიდან 70 მაღაზია დაიწვა.
ამ დროისთვს ზარალის ოდენობა და ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
