უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხულ ცხრა ახალ კანდიდატს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, კუბლაშვილმა ახალი მსმენელებისთვის სწავლების მეთოდების შესახებ ზოგადი ლექცია წაიკითხა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ცხრა ახალი მსმენელი სწავლას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განაგრძობს და 10-თვიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსამართლეებად დაინიშნებიან.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების გზით მსმენელები მოსამართლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს იძენენ.
