საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული
ოქროს (საერთო წონა 219.44 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 16,977.49 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 16,977.49 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
"სადახლოზე" დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ( წონა 223.02 გრ.) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 18,966.1 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
