არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ ინდოეთის ორი მოქალაქე დააკავა
არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ ინდოეთის ორი მოქალაქე დააკავა
19:41 04.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს.

გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა