ნინოწმინდასა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
 ნინოწმინდასა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
12:23 04.07.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „ნინოწმინდა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 11,700 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე გ.ჰ.-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. დანარჩენ კანონდამრღვევ მოქალაქეებს კი ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ბეჭდვა