საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების შესარჩევი კონკურსი დასრულდა
 საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების შესარჩევი კონკურსი დასრულდა
11:48 26.06.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სტაჟირების პროგრამის შესარჩევი კონკურსი დასრულდა. უახლოეს მომავალში კონკურსის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი და უკვე შერჩეული 40 სტაჟიორი პროგრამის ფარგლებში, კურსს გაივლის ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში.
სტაჟიორები თეორიული სწავლების კურსს სამი თვის განმავლობაში ფინანსთა სამიმინისტროს აკადემიაში გაივლიან, ხოლო მომდევნო სამი თვე პრაქტიკული სწავლების კურსს საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ ოფისებში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორების შესარჩევ კონკურსზე განაცხადი 630 მსურველს ჰქონდა შემოტანილი. საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო გამომძიებლის და ინსპექტორ გამომძიებლის პოზიციაზე.

ბეჭდვა