სარფში, სადახლოსა და გუგუთში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სარფში, სადახლოსა და გუგუთში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
13:54 23.06.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“ და „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული სიგარეტი (13,460 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ნ.ვ.-ს, გ.ზ.-ს, მ.მ.-ს, სომხეთის მოქალაქე ხ.გ.-სა და რუსეთის მოქალაქე ვ.ხ.-ს ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. ხოლო სომხეთის მოქალაქე გ.ს.-ს და საქართველოს მოქალაქე ჯ.დ.-ს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადიჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ბეჭდვა