ბიძინა ივანიშვილის საქმეზე მომდევნო სააღსრულებო ქმედებები დღეიდან განხორციელდება
ბიძინა ივანიშვილის საქმეზე მომდევნო სააღსრულებო ქმედებები დღეიდან განხორციელდება
09:12 28.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქმეზე მომდევნო სააღსრულებო ქმედებები დღეიდან განხორციელდება.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, თუკი მხარეები - ამ შემთხვევაში კონტროლის პალატა და ბიძინა ივანიშვილი სხვა პირობებზე ვერ მორიგდებიან, დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ყადაღის დადებიდან 1 თვის განმავლობაში მოხდება. პირველ ეტაპზე დაყადაღებული ქონება შეფასდება. 
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა.

ბეჭდვა