პრემიერი: ჟურნალისტ მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არასწორად მიმაჩნია
პრემიერი: ჟურნალისტ მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არასწორად მიმაჩნია
21:30 19.06.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საჭიროა, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

"ჟურნალისტ მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ, რა ჩანაწერი იყო ნანახი, ან რა სამხილები არსებობს საქმეში, არასწორად მიმაჩნია"-განაცხადა პრემიერმა.

ბეჭდვა