საკუთარი დის ცემაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საკუთარი დის ცემაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
14:40 16.06.2017
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რ.კ. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო .

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.კ.-მ, სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე სცემა დას, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცველებმა რ.კ. 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.კ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბეჭდვა