სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
11:12 15.06.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 299.12 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23,479.7ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 23,479.7ლარის ოდენობით შეეფარდათ.
არადეკლარირებული საქონლის, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 9 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. საქონლის (128.24.გრამი) საბაჟო ღირებულებამ 6,414.35 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,414.35 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა