ყაზბეგში 14,884 ლარის არადეკლარირებული პროდუქტები აღმოაჩინეს
ყაზბეგში 14,884 ლარის არადეკლარირებული პროდუქტები აღმოაჩინეს
10:24 14.06.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქე ს.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, სხვადასხვა სახეობის არადეკლარირებული სასურსათო საქონელი აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,884.91 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 14,884.91 ლარის ოდენობით.მასვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლისმე-3,1 ნაწილის თანახმად (საქონლის უკანონო განკარგვა), შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით.

ბეჭდვა