ვალეს საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს
ვალეს საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს
12:24 13.06.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღის ერთი მჭიდი, 15 ცალი საბრძოლო ვაზნით აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს ადიგენის განყოფილებას გადაეცა.

ბეჭდვა