სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
17:18 12.06.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო საავტომობილო“, „სადახლო - სარკინიგზო“და ,,ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (109 აბი) და ფსიქოტროპული (100აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (1.14გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ბეჭდვა