საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის,
ვ.პ. -სბარგში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა1,181.87გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 68,017.24 ლარი შეადგინა.
არადეკლარირებული ოქროს ფხვნილის (3 შეკვრა) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა სგპ ,,ყაზბეგიშიც’’, სადაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17, 772.23 ლარი შეადგინა.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული საქონლის - ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ რამდენიმე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ სადახლოზე აღმოჩენილი საქონლის საერთო წონამ 81.98 გრამი შეადგინა ხოლო საერთო საბაჟო ღირებულებამ- 16,917.6 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთოჯამში, 16,917.6 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
