განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
11:19 12.06.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანტიკორუფციულ სამსახურთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 ივნისს, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 35 461 ლარის საბაჟო ღირებულების 619,19 გრამი ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.
გამოძიება საქართველოს სსკ - ის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ბეჭდვა