სასჯელაღსრულების ქსნის #15 და #19 დაწესებულებებთან ახალი საზოგადოებრივი მისაღები ამოქმედდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი მისაღები დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მსჯავრდებულთან ერთად დაათვალიერა.
სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივ მისაღებში შესაძლებელია, მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება და სხვა პროცედურების გავლა. დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან გაიხსნა, ეტაპობრივად კი - სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.
