შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას
და მის ადვოკატს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა ლეილა მუსტაფაევას და მის შვილებს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზა.
