არამწეველი და მწეველი პატიმრები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან
 არამწეველი და მწეველი პატიმრები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან
14:00 02.06.2017
დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან.

აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.

განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.

ბეჭდვა