სამართლის და პოლიტიკის სკოლაში თემაზე -,,ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები“, საჯარო ლექცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ისე სხვა დაინტერესებული პირები. მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელმა ცვლილებებმა, ასევე ცვლილებებმა საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი პოზიციები კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
"სამართლის და პოლიტიკის სკოლა მადლობას უხდის შეხვედრის თითოეულ მონაწილეს და მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვას სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით"-აცხადებენ ორგანიზატორები.
