პირს 46,456 ლარის საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა
 პირს 46,456 ლარის საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა
18:48 31.05.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (სპორტული ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 46,456 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ბეჭდვა